Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

GEO / ENG

 

ჩვენს შესახებ

ჩვენს კომპანიაში დასაქმებული საერთაშორისო დონის და მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფი გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო, ტექნიკურ და პროფესიულ სერვისებს ლაბორატორიის მოწყობის მიმართულებით, რომელიც მოიცავს:


1.      ლაბორატორიის დაგეგმვას, ინფრასტრუქტურის და ყველა საჭირო კომუნიკაციის ჩათვლით;

2.      ლაბორატორიის დიზაინს;

3.   ლაბორატორიულ ავეჯს, სერვისულ მოწყობილობებს, ამწოვ კარადებს, სასაწყობო სივრცის მოწყობას ფუნქციონალურად და საიმედოდ (ხვადახვა ფასის სეგმენტის და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით);

4.      ძირითად ლაბორატორიულ მოწყობილობების და ჭურჭლის მოწოდებას;

5.  სპეციალურ ანალიზურ ხელსაწყოებს (შეგირჩევთ გარანტიით თქვენი ანალიზური მიზნების საუკეთესო, პროფესიული გადაწყვეტიდან გამომდინარე);

6.     გაგიწევთ კონსულტაციებს მეთოდების დამუშავებასა და ვალიდაციაში;

7.    მოგამზადებინებთ ლაბორატორიის დოკუმენტაციას: ხარისხის სახელმძღვანელოს, სტანდარტულ პროცედურათა თანმიმდევრობებს (SOP), ვალიდაციის დოკუმენტაციებს, რეაგენტების და მასალების აღრიცვის დოკუმენტაციებს და ა.შ. ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად;

8.   დაგეხმარებით თქვენი ლაბორატორიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში, როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრში, ასევე ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებში.

 

 ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან რათა ოპტიმალური დანახარჯებით მოხდეს პროცესების ოპტიმიზაცია და მაქსიმალურად გაიზარდოს  თქვენი ლაბორატორიის ეფექტურობა.

 

ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გამოცდილება შემდეგი მამრთულებით ლაბორატორიების მოწყობაში:

 

1.      ფარმაცევტული ანალიზი,

2.      წყლის და ნიადაგის (არაორგანული და ორგანული კომპონენტების) ანალიზი;

3.      ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების და კვების პროდუქტების ანალიზი;

4.      ტოქსიკოლოგია;

5.      პესტიციდების, ნარჩენი ანტიობიოტიკების და სხვა მავნე ნარჩენების ანალიზი;

 

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება ლაბორატორიის დაგეგმვის საწყის ეტაპზე გარანტირებულად დაგიცავთ ზედმეტი დანახარჯებისაგან!

კომპანიაზე პროდუქცია მომსახურეობა პარტნიორები კონტაქტი საიტის რუკა
DESIGNED AND CREATED BY "WORLD GROUP" WEB-DESIGN STUDIO.
COPYRIGHT © "GEOLABINSTRUMENTS" CO.LTD 2010-2011. ALL RIGHTS RESERVED.